Monday, November 10, 2014

ისტ-ით გამდიდრებული სამოდელო გაკვეთილი ,,მარტივი მექანიზმები/ბერკეტი"

  დღეს, XXI- საუკუნის მსოფლიოში, ტექნოლოგიურმა წინსვლამ ინფორმაციისა და ცოდნის გადაცემის ფორმები სრულიად შეცვალა. ისტ-ის გამოყენებით შესაძლებელი გახდა მრავალფეროვანი და დინამიური, მულტიმედიური  სასწავლო მასალის, თვალსაჩინოების შექმნა და გამოყენება, რომლებიც განსაკუთრებით ეფექტურია ისეთი გაკვეთილების ჩატარებისას, როცა დიდი მნიშვნელობა აქვს დამხმარე  ვიზუალურ  მასალას, ამიტომ შევეცადე გაკვეთილი გამემდიდრებინა ჩემ მიერ შექმნილი ელექტრონული სასწავლო რესურსებით.
   მოსწავლეებს საშინაო დავალებად მიცემული ჰქონდათ მდგრადი წონასწორობის მქონე სათამაშოების დამზადება. რამდენიმე მოსწავლემ გააკეთა დავალების პრეზენტაცია, შემდეგ კი წინარე ცოდნის შესამოწმებლად კითხვა-პასუხში მთელმა კლასმა მიიღო მონაწილეობა. ეს იყო ვიზუალური კითხვები ნახატებით, რომლებიც გაშვებული იყო კედელზე პროექტორით.
   მოსწავლეთა ინტერესის გამოწვევის მიზნით პროექტორით გავუშვი ჩემ მიერ მომზადებული პრეზენტაციის პირველი, გახმოვანებული ნაწილი (ცოტაოდენი ისტორია/ლეგენდა არქიმედეზე), შემდეგ კი  გავუშვი პროექტორით პრეზენტაციის მეორე და მესამე ნაწილი (მარტივი მექანიზმები, ბერკეტის წონასწორობა), მოსწავლეები აქტიურად პასუხობდნენ პრეზენტაციაში დასმულ კითხვებს.
    ჯგუფებში დავარიგე ფურცლები განსხვავებული, მაგრამ ერთი სტილის დავალებით: ,,გამოიცანი“, სადაც მოსწავლეებმა მოახდინეს  მიღებული ახალი ინფორმაციის ტრანსფერი და მშვენივრად გაართვეს თავი დავალებას.
   შემდეგ მოსწავლეებმა თავად ჩაატარეს ექსპერიმენტი ჯგუფური დავალების შედეგების სადემონსტრაციოდ   ბერკეტისა და ტვირთების გამოყენებით.  
   ახალი ტერმინებისა და  განმარტებების დამახსოვრების შემოწმების მიზნით მოსწავლეებმა შეავსეს კროსვორდი, რომელიც ელექტრონულ ფორმატში ჩემ მიერ იყო მომზადებული (მოსწავლე გამოდიოდა კომპიუტერთან და თავად ამოწმებდა მისი პასუხის მართებულობას).
   შემდეგ გავუშვი პრეზენტაციის მეოთხე ნაწილი (მარტივი მექანიზმები სახლში) და მოსწავლეები ჩავრთე დისკუსიაში, თუ რატომ იყო  თითოეული მათგანი მარტივი მექანიზმი და რა სახის მარტივი მექანიზმია. ამ ინფორმაციის გააზრება და ტრანსფერი ბავშვებმა მოახდინეს ჯგუფებში მიცემული დავალებებით: ,,მოცემული სურათებიდან რომელი არ არის მარტივი მექანიზმი“. მათ დაურიგდათ ფურცლები ერთნაირი დავალებით. 
   ბოლოს კი მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ვირტუალურ ლაბორატორიაში სიმულაციური  სამუშაოს შესრულებაში (თამაში). 
    მოსწავლეთა წარმატება დავადგინე საშინაო  დავალების   შეფასების,    კითხვა-პასუხის, ჯგუფური მუშაობის დროს დაკვირვებისა და დავალებების  შემოწმების, ვირტუალურ ლაბორატორიაში მუშაობისას გაკვეთილზე  მიღებული ცოდნის ტრანსფერის  საფუძველზე.

    ცოდნის კონსტრუირების ფასილიტაცია, ნასწავლის გაერთიანება და განმტკიცება კი მოვახდინე გზადაგზა, მთელი გაკვეთილის მსვლელობისას ზემოთ აღნიშნული დავალებების საშუალებით.

2 comments:

  1. Online Casino | No Deposit Bonus | Free Spins - FEB Casino
    No Deposit Bonus Casinos – Play No 1xbet Deposit Online 바카라사이트 for Free! Find the best 인카지노 online casinos with FREE Spins!

    ReplyDelete
  2. The Ultimate Guide to Craps & Game Shows in Virginia
    Craps 메리트카지노 is one of 카지노사이트 the many and popular games at You are playing some craps and you want to see the real world play the game,

    ReplyDelete