|
გაკვეთილის მთავარი თემა
|
ისტ-ით
გამდიდრებული სამოდელო გაკვეთილი ,,მარტივი
მექანიზმები/ბერკეტი“
თავი 2/ გაკვეთილი 2.4
|
ინტეგრირებული საგნები,
მასწავლებლის /ების
სახელი, გვარი
|
ფიზიკა: მაია თათეშვილი
|
სწავლების საფეხური
|
საბაზო საფეხური/მე-8 კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
კლასში 21 მოსწავლეა. შშმ მოსწავლე კლასში არ არის
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
გაკვეთილი აქტუალურია იმით, რომ
- მოსწავლეები გაიმეორებენ და განამტკიცებენ წინა თემას;
- გააცნობიერებენ მარტივი მექანიზმების მნიშვნელობას
და მათი გამოყენების საჭიროებას ყოფა-ცხოვრებაში;
- განუვითარდებათ ექსპერიმენტის
ჩატარების, დაკვირვების, დასკვნის გამოტანის, თვისობრივი ამოცანების ამოხსნის, ჯგუფური მუშაობის, კომუნიკაციის, თანამშრომლობის, მიღებული ცოდნის შეჯამების, ვირტუალურ ლაბორატორიაში მუშაობის, დროის
ლიმიტის
დაცვის
უნარ-ჩვევები;
- ადეკვატურად გამოიყენებენ
ცნებებს და ფორმულებს ამოცანების ამოსახსნელად.
|
ეროვნული
სასწავლო გეგმით განსაზღვრული მოთხოვნები/სტანდარტები
|
გაკვეთილი პასუხობს ეროვნული სასწავლო გეგმის შემდეგ სტანდარტებს:
მიმართულება: მეცნიერული კვლევა-ძიება
კვლ.VIII.2.მოსწავლეს შეუძლია
კვლევითი პროცედურის
განხორციელება/ მონაცემების აღრიცხვა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
იყენებს შესაბამის მასალას ან/და აღჭურვილობას
და ატარებს დაგეგმილ ცდას უსაფრთხოების წესების დაცვით;
·
აწარმოებს დაკვირვებას ან /და გაზომვებს, აღრიცხავს მონაცემებს;
კვლ.VIII.4.
მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება.
·
განიხილავს დაკვირვებისა და გაზომვების დროს გამოვლენილ
მოულოდნელობებს, ცდილობს მათ ახსნას.
·
აანალიზებს
მონაცემებს და გამოაქვს დასკვნები;
მიმართულება: ფიზიკური მოვლენები
ფიზ.VIII.6.მოსწავლეს შეუძლია
სხეულთა წონასწორობის და მარტივი მექანიზმების მოქმედების პრინციპის დახასიათება.
- აღწერს მარტივ მექანიზმებს
(უძრავი და მოძრავი ჭოჭონაქი, ბერკეტი) და მოიპოვებს ინფორმაციას მათი გამოყენების
შესახებ ყოფა-ცხოვრებაში;
- ადეკვატურად იყენებს
შესაბამის ცნებებს, კანონებს და ფორმულებს ამოცანების ამოსახსნელად.
|
წინასწარი ცოდნა
|
- რა არის სიმძიმის ცენტრი და როგორ დაადგინონ მისი
მდებარეობა.
- რა არის წონასწორობა და რა სახის წონასწორობები
არსებობს.
- ძალის გამოსახვა ნახაზზე და მისი დახასიათება.
- ამოცანის ამოხსნის მეთოდები
|
შეფასების საგანი
და პროცედურები
|
მოსწავლეთა წარმატებას დავადგენ საშინაო
დავალების შეფასების, კითხვა-პასუხის, ჯგუფური მუშაობის დროს დაკვირვების
და დავალების შემოწმების,
ვირტუალურ ლაბორატორიაში მუშაობისას გაკვეთილზე
მიღებული ცოდნის ტრანსფერის საფუძველზე.
გამოვიყენებ განმსაზღვრელ და განმავითარებელ შეფასებებს როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური მუშაობისას.
(იხ. შეფასების რუბრიკები)
|
სასწავლო
მასალა და ტექნიკური რესურსები
|
- ერთი კომპიუტერი პროექტორით;
- ბერკეტი და ტვირთების ნაკრები ექსპერიმენტისთვის;
- სახელმძღვანელო, რვეულები და კალმები,
ცარცი და დაფა,
- კომპიუტერული პროგრამა
Ms. PowerPoint; Ms. Word;
- ვირტუალური ლაბორატორიის პროგრამა http://phet.colorado.edu/en/simulation/balancing-act
(გადმოწერე)
|
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
|
- საშინაო დავალების შემოწმება (დამზადებული მდგრადი წონასწორობის
მქონე სათამაშოების წარმოდგენა) (3
წთ);
- აქტივობა: კითხვა–პასუხი (წინა თემის შესაჯამებლად). მონაწილეობს
მთელი კლასი. (იხ. კითხვები) (5წთ);
- მოსწავლეთა ინტერესის გამოწვევის მიზნით პროექტორით ვუშვებ ჩემს
მიერ მომზადებული პრეზენტაციის პირველ, გახმოვანებულ ნაწილს (ცოტაოდენი ისტორია)
(3 წთ);
- კლასს მივმართავ კითხვით, რისი მოლოდინი აქვთ, რისი გაგება სურთ?
(2 წთ);
- ვუშვებ პროექტორით პრეზენტაციის მეორე, მესამე ნაწილს (მარტივი
მექანიზმები,ბერკეტის წონასწორობა), პარალელურად ვიყენებ დაფას და ცარცს. მოსწავლეები
პასუხობენ პრეზენტაციაში დასმულ კითხვებს (5 წთ);
- ჯგუფებში ვარიგებ ფურცლებს განსხვავებული, მაგრამ ერთი სტილის დავალებით:
,,გამოიცანი“ (4 წთ);
- ექსპერიმენტი ჯგუფური დავალების შედეგების სადემონსტრაციოდ (3 წთ);
- ახალი ტერმინების და მათი განმარტებების დამახსოვრების მიზნით მოსწავლეები
ავსებენ კროსვორდს, რომელიც ელექტრონულ ფორმატშია მომზადებული (მოსწავლე გამოდის
კომპიუტერთან და თავად ამოწმებს მისი პასუხის მართებულობას) (3 წთ);
- ვუშვებ პრეზენტაციის მეოთხე ნაწილს (მარტივი მექანიზმები სახლში)
და მოსწავლეებს ვრთავ დისკუსიაში, თუ რატომაა თითოეული მათგანი მარტივი მექანიზმი
და რა სახის მარტივი მექანიზმია ( 3წთ);
- ჯგუფებში ვარიგებ ფურცლებს ერთნაირი დავალებით: ,,მოცემული სურათებიდან
რომელი არ არის მარტივი მექანიზმი“
(2 წთ);
- ამოცანის ამოხსნა დაფაზე (3 წთ);
- ვირტუალურ ლაბორატორიაში სიმულაციური
სამუშაოს შესრულება (თამაში) (7 წთ);
- საშინაო დავალების მიცემა (1 წთ);
- მოსწავლეთა შეფასება (1 წთ);
მოსწავლეების ორგანიზება: მთელ კლასთან და ჯგუფებში მუშაობა.
ცოდნის
კონსტრუირების ფასილიტაციას, ნასწავლის გაერთიანებასა და
განმტკიცებას
მოვახდენ გზადაგზა, მთელი გაკვეთილის მსვლელობისას ზემოთ აღნიშნული დავალებების საშუალებით.
|
No comments:
Post a Comment